
ზელენსკი 9 თებერვალს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა
08/02/2023 18:45:42 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9 თებერვალს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა, - იუწყება "Deutsche Welle".
მისივე ინფორმაციით, მოსალოდნელია, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადოს ევროპელებს ამ დრომდე უკრაინისთვის გაწეული დახმარების გამო და აცნობოს, რა სახის დახმარებას საჭიროებს მისი ქვეყანა რუსი ოკუპანტების დასამარცხებლად.
მანამდე კი ზელენსკი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებისა და მთავრობების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.