Accentnews.ge
შვედეთის პარლამენტმა უკრაინისთვის $400–მილიონიან სამხედრო დახმარებას მხარი დაუჭირა

შვედეთის პარლამენტმა უკრაინისთვის $400–მილიონიან სამხედრო დახმარებას მხარი დაუჭირა

08/02/2023 18:48:54 ევროპა

შვედეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფას 4,3 მილიარდი შვედური კრონის (406,7 მილიონი დოლარის) ოდენობით.

შვედეთი უკრაინას მიაწვდის სამხედრო აღჭურვილობას. საუბარია ტანკსაწინააღმდეგო იარაღზე, ნაღმსაწინააღმდეგო აღჭურვილობაზე, Robot57––ის მსუბუქ ტანკსაწინააღმდეგო იარაღზე და შვედურ CV 90 ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებზე.

საკანონმდებლო ცვლილებები 13 თებერვლიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო დახმარების ეს პაკეტი შვედეთის მთავრობამ იანვრის შუა რიცხვებში გამოაცხადა. ეს არის მეათე სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელსაც შვედეთი უკრაინას გაუწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S