
უკრაინა მარტში მიიღებს ბრიტანულ Challenger 2–ებს - სუნაკი
08/02/2023 20:17:04 ევროპა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა 8 თებერვალს განაცხადა, რომ Challenger 2–ის ტანკები უკრაინას მომავალ თვეში მიეწოდება.
"უგასულ კვირაში ჩამოსული კრაინული ეკიპაჟები გამოიყენებენ Challenger 2–ის ტანკებს შემდეგ თვეში უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დასაცავად", - თქვა სუნაკმა, იტყობინება Agence France-Presse.
ასეთი განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სასწავლო მოედანზე ვიზიტის დროს, სადაც უკრაინელი სამხედროები გადიან სწავლებას.
მანამდე, 8 თებერვალს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ დასავლელ პარტნიორებს შეუძლიათ, „ლეოპარდ 2“-ის ტანკების პირველი პარტია უკრაინას მიაწოდონ 2023 წლის პირველ სამ-ოთხ თვეში. მისი თქმით, ამ პარტიაში იქნება „მინიმუმ ერთი ბატალიონი“, რომელიც შედგება 31 ტანკისაგან.
უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში ოთხშაბათს ჩავიდა, სადაც შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბრიტანეთის მეფეს და ისაუბრა ბრიტანეთის პარლამენტში. მან თქვა, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავი სჭირდება. მალე დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს დაავალა, შეაფასოს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობა.