Accentnews.ge
პორტუგალია უკრაინას სამ "ლეოპარდ 2"-ს გადასცემს - ანტონიო კოსტა

პორტუგალია უკრაინას სამ "ლეოპარდ 2"-ს გადასცემს - ანტონიო კოსტა

08/02/2023 20:57:53 ევროპა

პორტუგალიის პრემიერ–მინისტრმა ანტონიო კოსტამ ოთხშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ლისაბონი მომავალ თვეში კიევს სამ „ლეოპარდ 2“–ის ტანკს გადასცემს,– წერს Reuters.

„ახლა ჩვენ ვახორციელებთ „ლეოპარდ 2“-ის ტანკების აღდგენისა და უზრუნველყოფის გეგმას და, გეგმის მიხედვით, მარტში შევძლებთ (უკრაინაში), გავგზავნოთ სამი მათგანი. სწორედ ამაზე ვმუშაობთ“, - განუცხადა კოსტამ პარლამენტარებს.

გასულ კვირაში მან განაცხადა, რომ პორტუგალია აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანიასთან ნაწილებზე, რომლებიც საჭიროა „ლეოპარდის“ ტანკების შესაკეთებლად.

პორტუგალიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, ადმირალმა ანტონიო სილვა რიბეირომ ადრე განაცხადა, რომ ქვეყანა ფლობს 37 „ლეოპარდ 2“–ს, მაგრამ ადგილობრივი მედია ირწმუნებოდა, რომ მათი უმეტესობა მწობრიდან იყო გამოსული.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, პორტუგალია უკრაინას გაუგზავნის 14 M113 ჯავშანტრანსპორტიორის მეორე კომპლექტს, ელექტროენერგიის გამომუშავების რვა მაღალი სიმძლავრის გენერატორს, დამატებით 120 მმ-იან საბრძოლო მასალას და ორ ტონა სამედიცინო და სანიტარიულ აღჭურვილობას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კიევი მიიღებს 120-დან 140-მდე დასავლურ ტანკს, როგორც მომარაგების "პირველი ტალღის" ნაწილი 12 ქვეყნის კოალიციისგან.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა 8 თებერვალს განაცხადა, რომ Challenger 2–ის ტანკები უკრაინას მომავალ თვეში მიეწოდება.

"უგასულ კვირაში ჩამოსული კრაინული ეკიპაჟები გამოიყენებენ Challenger 2–ის ტანკებს შემდეგ თვეში უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დასაცავად", - თქვა სუნაკმა, იტყობინება Agence France-Presse.

ასეთი განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სასწავლო მოედანზე ვიზიტის დროს, სადაც უკრაინელი სამხედროები გადიან სწავლებას.

მანამდე, 8 თებერვალს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ დასავლელ პარტნიორებს შეუძლიათ, „ლეოპარდ 2“-ის ტანკების პირველი პარტია უკრაინას მიაწოდონ 2023 წლის პირველ სამ-ოთხ თვეში. მისი თქმით, ამ პარტიაში იქნება „მინიმუმ ერთი ბატალიონი“, რომელიც შედგება 31 ტანკისაგან.

უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში ოთხშაბათს ჩავიდა, სადაც შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბრიტანეთის მეფეს და ისაუბრა ბრიტანეთის პარლამენტში. მან თქვა, რომ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავი სჭირდება. მალე დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს დაავალა, შეაფასოს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S