
კრიმინალური ავტორიტეტის "ლავასოღლის" ახლობლები თურქეთის საკონსულოსთან აქციას მართავენ
04/11/2019 05:52:32 სხვა, საზოგადოება
ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან კრიმინალური ავტორიტეტის მინდია გორაძის (ლავასოღლის) ოჯახის წევრები აქციას მართავენ და თურქეთის კონსულთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი "ლავასოღლის" გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც უკვე წელიწადია თურქეთში პატიმრობაში იმყოფება. მათი თქმით, გორაძე პატიმრობაში ბრალდების გარეშე, გაურკვეველი მიზეზებით რჩება.

„ქართული მხარე ამბობს, რომ არაფერ შუაშია, თურქული მხარე მიზეზებს ვერ გვეუბნება",– ამბობს ადვოკატი.
ლავასოღლის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმარი მძიმე პირობებშია.
„საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის თურქეთის ციხე მძიმეა. რელიგიური ფაქტორებიც განაპირობებს ამას. ჩვენ ვითხოვთ პატიმრის გათავისუფლებას, თუ ქართულ მხარეს აქვს პრეტენზია, საქართველომ მიხედოს საკუთარ მოქალაქეს“, – ამბობს მინდია ლავასოღლის და ირინა ლავასოღლი.