Accentnews.ge
კიშინიოვის მერად პრორუსული პარტიის კანდიდატი აირჩიეს

კიშინიოვის მერად პრორუსული პარტიის კანდიდატი აირჩიეს

04/11/2019 06:07:54 სხვა, მსოფლიო

მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვის მერის არჩევნების მეორე ტურში ხმათა 52,54%-ით პრორუსული სოციალისტური პარტიის კანდიდატმა 39 წლის იონ ჩებანმა გაიმარჯვა.

პროევროპული ბლოკის, ACUM-ის კანდიდატ ანდრეი ნესტასეს ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 47,46%-მა.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა 37,38% იყო. მერის არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს ჩატარდა.

არჩევნებში გამარჯვებულმა იონ ჩებანმა განაცხადა, რომ კიშინიოვის ყველა მცხოვრების მერი იქნება. ჩებანის თქმით, მზად არის ითანამშრომლოს ყოფილ ოპონენტთანაც და ბლოკ ACUM-ს დაუთმოს ვიცე-მერის ოთხიდან ორი თანამდებობა.

თავის მხრივ, ანდრეი ნესტასემ მერის არჩევნების შედეგებში ეჭვი შეიტანა და არ გამორიცხა, რომ კენჭისყრის შედეგებს გაასაჩივრებს.

კიშინიოვის მერის არჩევნების პირველი ტური, რომელშიც სულ 19 კანდიდატი მონაწილეობდა, 20 ოქტომბერს ჩატარდა. პირველ ტურში იონ ჩებანს ხმა მისცა 40,19%-მა, ხოლო ანდრეი ნესტასეს 31,08%-მა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S