Accentnews.ge
უკრაინაში 20-ზე მეტი რუსი გენერალი მოკლეს - იაპონური დაზვერვა

უკრაინაში 20-ზე მეტი რუსი გენერალი მოკლეს - იაპონური დაზვერვა

09/02/2023 08:48:40 ევროპა

იაპონური დაზვერვის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინაში რუსული არმიის 20-ზე მეტი გენერალი დაიღუპა,– იუწყება გამოცემა "Nikkei" იაპონურ სამხედრო დაზვერვაზე მითითებით.

"ივნისში ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში 10-ზე მეტი (რუსი) გენერალი მოკლეს. იაპონია 20-ზე მეტს ასახელებს აშშ-ისა და ევროპასთან თანამშრომლობით შეგროვებულ სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე",– აღნიშნავს გამოცემა და დასძენს, რომ იაპონელი სამხედროები ამ მაჩვენებელს ძალიან მაღალს უწოდებენ.

იაპონიის სახმელეთო თავდაცვის ძალების შტაბის ყოფილი უფროსი კიიოფუმი ივატა მოკლული გენერლების დიდ რაოდენობას უკრაინელების უპირატესობას უკავშირებს კიბერ ომში, რაც შესაძლებელს ხდის სამხედრო ლიდერების ადგილსამყოფელის, ასევე რუსი გენერლების ფრონტზე გაგზავნის ტაქტიკის შესახებ ცნობების მიღებას.

იაპონიის სპეცსამსახურების მაღალჩინოსანმა კიდევ ერთი ვერსია გამოთქვა: „აღმოსავლეთის ორ რეგიონში შესაძლოა იყვნენ ინფორმატორები, რომლებიც ინფორმაციას უკრაინას გადასცემენ“.

გამოცემა მიუთითებს კიდევ ერთ საკითხზე, რომელიც აშკარა გახდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში - ეს არის რუსული სამხედრო იარაღის "არასრულფასოვნება".

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 9 თებერვლის მდგომარეობით, რუსების დანაკარგებმა შეადგინა დაახლოებით 135 010 ჯარისკაცი. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში 910 ოკუპანტი დაიღუპა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S