Accentnews.ge
სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოიგო

სასამართლო დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოიგო

09/02/2023 08:58:46 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ დააკმაყოფილა ეროვნული მუზეუმიდან 2022 წლის დასაწყისში გათავისუფლებული ნანა გაბრიჩიძე-ბუაძის სარჩელი და მუზეუმს დააკისრა კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი სასამართლოს სთხოვდა მისი გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობას - თანამშრომლების კომპეტენციის შემფასებელმა კომისიამ, რომელიც რეორგანიზაციისას საკადრო გადაწყვეტილებებს იღებდა, ნანა გაბრიჩიძესთან რამდენიმეწუთიანი გასაუბრების შემდეგ მიიღო მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება.

ნანა გაბრიჩიძე-ბუაძის ინტერესებს სასამართლოში იურიდიული კომპანია Justice League [ჯასთის ლიგ] იცავდა.

ეროვნული მუზეუმიდან 2022 წელს რეორგანიზაციის მიზეზით ასამდე ადამიანი გაათავისუფლეს. მათ დიდ ნაწილს მუზეუმის წინააღმდეგ სასამართლო დავა აქვს დაწყებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S