
ზელენსკი: "რუსეთს სურს გაანადგუროს უკრაინული და ევროპული ცხოვრების წესი, ჩვენ ამას არ დავუშვებთ"
09/02/2023 11:16:16 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს სურს გაანადგუროს ევროპული ცხოვრების წესი.
”მე აქ ვარ, რათა დავიცვა ჩვენი ხალხის გზა სახლისკენ. რუსეთს სურს გაანადგუროს უკრაინული და ევროპული ცხოვრების წესი. ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - განაცხადა ზელენსკიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ზელენსკიმ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უწოდა „დიქტატორი, რომელიც საბჭოთა იარაღის წარმოადგენელი მარაგით ემუქრება ევროპულ ცივილიზაციას".
ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება უკრაინისათვის მზიმე შეიარაღების მიწოდების აუცილებლობაზე.
გუშინ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდა. მათ ზელენსკის დაუდასტურეს, რომ უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ რუსეთთან ომში გასამარჯვებლად.
თავის მხრივ, ზელენსკიმ საფრანგეთს და გერმანიას მოუწოდა, უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად გადასცენ მძიმე საბრძოლო ტექნიკა და თვითმფრინავები.
მანამდე, იგი დიდი ბრიტანეთს სტუმრობდა.