Accentnews.ge
ბადრი ესებუა ქუთაისის ციხიდან ბათუმში გადაიყვანეს - ადვოკატი

ბადრი ესებუა ქუთაისის ციხიდან ბათუმში გადაიყვანეს - ადვოკატი

09/02/2023 13:06:03 სამართალი

ბადრი ესებუას ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქუთაისის N2 სასჯელაღარულების დაწესებულებიდან ბათუმში გადაიყვანეს.

იოსებ ჯანაშიას თქმით, ესებუას დღეს ახალ ბრალს წარუდგენენ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის.

“ბათუმში გადაუყვანიათ, ჩავედი ქუთაისში და იქ გავიგე. ახლა მივდივარ ბათუმში და იქ მოვა გამომძიებელიც, როგორც ვიცით, დაკავების დროს მისგან იარაღია ამოღებული და ამასთან დაკავშირებით. მე ვვარაუდობ, რომ ძმა რადგან არის ქუთაისის ციხეში, ამიტომ გადაიყვანეს ბათუმში. ერთ ციხეში ოჯახის წევრების ყოფნა არ არის რეკომენდირებული”, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ადვოკატის ცნობით, ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს.

„თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ მას „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში მონაწილეობა არ მიუღია”.

რაც შეეხება მიმალვის მიზეზს, ჯანაშიას თქმით, რადგან „საქართველოს ბანკის” თავდასხმის საქმეზე გაჟღერდა ბადრი ესებუას სახელი, იძულებული იყო, წლების განმავლობაში დამალულიყო.

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივის სახლში აიყვანა პოლიციამ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სახლი ოჯახის ნათესავს ეკუთვნის.

შსს-ს თანახმად, "დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S