
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
09/02/2023 13:18:40 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6702 ლარი ეღირება, ევრო – 2.8758 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2430 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6558 ლარი ღირდა, ევრო – 2.8537 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2106 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.