
ევროკომისიის პრეზიდენტი – რუსეთისთვის სპეცტრიბუნალის შექმნაზე: „არსებობს პოლიტიკური ნება, ვიპოვით ინსტრუმენტებსაც“
09/02/2023 13:55:22 ევროპა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, იზრუნოს, რომ რუსეთი პასუხისგებაში მისცეს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიისთვის და შექმნას ტრიბუნალი,– ამის შესახებ მან ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ჩადენილი დანაშაულები დაუსჯელი რომ არ დარჩეს, საჭიროა კომპლექსური ნაბიჯები - პირველ რიგში, დოკუმენტაცია და მეორე - პროკურორების ერთობლივი მუშაობა, რისთვისაც ცენტრი იქმნება ჰააგაში.
"შემდეგი ნაბიჯი არის ტრიბუნალის შექმნა. ჩვენ ჯერ კიდევ განვიხილავთ, თუ როგორ მოხდება მისი ორგანიზება. თუმცა, გარწმუნებთ: ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება, რათა დამნაშავეები პასუხისგებაში მივიდეთ, მათ შორის აგრესიის დანაშაულისთვის. და თუ გვაქვს პოლიტიკური ნება, ვიპოვით გზებს“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ამ კვირის დასაწყისში, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიცინოვიჩ-ბურიჩმა შესთავაზა სხვადასხვა ვარიანტები სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას.