
17 ათასზე მეტ ადამიანს სურს „შეტევითი გვარდიის“ წევრობა - უკრაინის გეგმით, ის ყირიმის დეოკუპაციაში მიიღებს მონაწილეობას
09/02/2023 14:12:20 ევროპა
მოიერიშე ბრიგადამ „შემტევი გვარია“ უკვე მიიღო 17 000–ზე მეტი განაცხადი,– ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ ეროვნული ტელემარეთონის ეთერში განაცხადა.
მისი ცნობით, ვებგვერდის მეშვეობით დაფიქსირდა 10500-მდე განაცხადი, ადმინისტრაციული ცენტრის მეშვეობით – 6500-ზე მეტი, ხოლო ცხელ ხაზზე კიდევ 3500 ზარი შევიდა.
„დღეს დიდი რაოდენობით გვყავს პატრიოტი ადამიანები, რომლებიც მზად არიან, დაიცვან ქვეყანა იარაღით ხელში. კანდიდატების საშუალო ასაკი 33 წელია, ყველაზე უფროსი– 69“, - განაცხადა მან.
მოხალისეებს შორის არიან 18-22 წლის ბიჭები და 600-მდე გოგონაც დარეგისტრირდა. კლიმენკოს თქმით, ისინი სამედიცინო და ლოჯისტიკურ დანაყოფებში, ასევე სადაზვერვო ბრიგადებში მუშაობას შეძლებენ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მოხალისეების 60% მიმართავს ეროვნული გვარდიის ბრიგადებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო „შეტევით გვარდიას“ აყალიბებდა. კლიმენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის პატრიოტი მებრძოლებით დაკომპლექტებული შინაგან საქმეთა სამინისტროს პროფესიონალური თავდასხმის ბრიგადები, რომლებიც „ესწრაფვიანმტრის მოსპობასა და უკრაინის ოკუპირებული მიწების განთავისუფლებას“.