
საელჩო: "თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქვაკუთხედია“
10/02/2023 04:44:07 თავდაცვა
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრს შეხვდა.
შეხევდრას საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმაურება.
"თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქვაკუთხედია. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა გულთბილად უმასპინძლა მინისტრ ბურჭულაძეს პენტაგონში, სადაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, განიხილა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის ძალების ძალისხმევისადმი, განამტკიცოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები. თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ ჩვენი ერთგული მხარდაჭერაც",- ნათქვამია საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.