
ოსტინი ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ: "განვიხილეთ აშშ–ის ვალდებულება, დაეხმაროს საქართველოს შეკავების და თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებაში"
10/02/2023 06:37:55 პოლიტიკა, თავდაცვა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც ოსტინი წერს, შეხვედრაზე განიხილეს შეერთებული შტატების ვალდებულება, დაეხმაროს საქართველოს შეკავების და თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებაში.
„ვესაუბრე საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს. განვიხილეთ შეერთებული შტატების ვალდებულება, დაეხმაროს საქართველოს შეკავების და თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებაში, ასევე საქართველოს მიმდინარე თავდაცვის რეფორმები, საქართველოს და სამხრეთ კავკასიის წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“, – წერს ოსტინი.