
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტები სენაკის 9 ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეულია
09/02/2023 17:00:09 რეგიონები, რეკლამა
დღეს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ნოქალაქევის, ლეძაძამეს და ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
"განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამართულ საერთო/სახალხო კრებებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უძღვებოდა.
მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და მსჯელობის შედეგად, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:
ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში:
ჯიხას უბანში - სკვერის კეთილმოწყობა, კიუვეტის მოწყობა - სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე;
ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში:
სოფლებში: ბეთლემსა და ლეძაძამეში - სკვერის მოწყობა;
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულში:
სოფელ კოტიანეთში - გარე განათების სისტემის მოწყობა;
სოფელ ძველი სენაკის ცენტრში - საბავშვო ატრაქციონებისა და ტრენაჟორების მოწყობა.
დღეს გამართულ შეხვედრებს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ამ ეტაპზე, განსახორციელებელი პროექტები, ადგილობრივმა მოსახლეობამ 9 ადმინისტრაციულ ერთეულში შეარჩია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და მათ მიერ შერჩეული პრიორიტეტების შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა", - ნათქვამია ინფორმაციაში.