Accentnews.ge
კადიროვს ამიერიდან "ერის მამად" მოიხსენიებენ

კადიროვს ამიერიდან "ერის მამად" მოიხსენიებენ

10/02/2023 07:47:04 კავკასია

ჩეჩნეთის პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა მიხედვით, რეგიონის ხელმძღვანელს ამიერიდან ოფიციალურად მოიხსენიებენ ჩეჩნურად - "მეხკ-დად", რაც "ერის მამას" ნიშნავს.

ამასთანავე, ცვლილებების თანახმად, "ერის მამას" ენიჭება კონსტიტუციის, ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების, კანონის უზენაესობის, ჩეჩნეთის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების, მასში მშვიდობისა და სოლიდარობის დაცულობის გარანტორის უფლებამოსილებები.

ცნობისთვის: კადიროვის მიმართ მოქმედებს აშშ-ისა და ევროკავშირის, ასევე რიგი სხვა ქვეყნების სანქციები. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იგი ომის ერთ-ერთ მთავარ პროპაგანდისტად იქცა, პრეზიდენტ ზელენსკის ემუქრება და ამასთანავე, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ახსენებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S