სამხარაძე – ჯაბაროვის განცხადების შესახებ: "რუსები საერთოდ იტყუებიან"
10/02/2023 08:17:39 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მედიის კითხვის პასუხად გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვლადიმირ ჯაბაროვის განცხადებას, იმის თაობაზე, რომ ფრენების აღდგენის მოთხოვნით რუსეთს საქართველომ მიმართა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ასეთ რამ არ მომხდარა.
„არ მომხდარა ეს. დიახ, რუსები, საერთოდ, იტყუებიან,“- უპასუხა სამხარაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, იტყუება თუ არა ჯაბაროვი მსგავსი ინფორმაციის გავრცელებისას.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ საქართველომ თავად მიმართა რუსეთს საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის თხოვნით. ჯაბაროვის განცხადებით, მიმართვა რამდენიმე კვირის წინ გაკეთდა და საუბარი იყო რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ რეისების აღდგენაზე.
ოფიციალური განცხადება საქართველოში ამ საკითხზე ამ დრომდე არ გაკეთებულა.


