
„მთავარი არხი“ – ბერძნულმა ეკლესიამ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს მღვდელმსახურების გაგრძელება შესთავაზა
04/11/2019 08:12:39 სხვა, საზოგადოება
ბერძნულმა ეკლესიამ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მღვდელმსახურების გაგრძელება შესთავაზა, – იუწყება „მთავარი არხი“.
„უკვე შედგა კომუნიკაცია ბერძენ ეპისკოპოსებსა და ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს შორის“, – იუწყება „მთავარი არხი“.
ამ წუთებში ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი რეზიდენციას ტოვებს და თბილისში ბრუნდება.
თავად ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავას აღნიშნულ ინფორმაციას "ჭორს" უწოდებს.
„ეს მორიგი ჭორია და დავხუროთ, წერტილი დავსვათ“, – განაცხადა ყოფილმა მიტროპოლიტმა.