Accentnews.ge
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი გადადგა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი გადადგა

10/02/2023 11:38:53 ევროპა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თანამდებობაზე წელიწადნახევრის განმავლობაში ყოფნის შემდეგ დროა გამოვაცხადო ჩემი გადადგომა“, - ციტირებს გავრილიცას NewsMaker.

მისივე თქმით, მთავრობას ქვეყანაში რომ ჰქონოდა იმხელა მხარდაჭერა, რამხელაც ევროკავშირში, ბრიუსელში აქვს, „ჩვენ ბევრად მეტს მივაღწევდით“.

მისი თქმით, მოლდოვა გადადის ახალ ფაზაში, რომელიც ეფუძნება უსაფრთხოებას.

"ამ 18 თვის განმავლობაში უწყვეტ კრიზისებში ვიყავით. მოლდოვა გადადის ახალ ეტაპზე, რომელშიც უსაფრთხოება პრიორიტეტულია", - აღნიშნა გავრილიცამ.

მინისტრთა კაბინეტმა გავრილიცას ხელმძღვანელობით ფიცი 2021 წლის 6 აგვისტოს დადო.

პრეზიდენტმა მას გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ კანონის შესაბამისად გამართავს კონსულტაციებს პარლამენტის წევრებთან და შეირჩევა კანდიდატი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S