Accentnews.ge
"ყველა შეცდომა განმეორდა": რუსების მძიმე დანაკარგებს პროკრემლისტური წყაროები ადასტურებენ

"ყველა შეცდომა განმეორდა": რუსების მძიმე დანაკარგებს პროკრემლისტური წყაროები ადასტურებენ

10/02/2023 15:04:09 ევროპა

უკრაინის დონეცკის რეგიონში, უგლედარის მახლობლად რუსი სამხედროების წარუმატებელი შეტევის დროს განცდილ მძიმე დანაკარგებს პროკრემლისტური წყაროებიც აღიარებენ.

ინფორმაციისთვის: უგლედარი არის ქალაქი უკრაინის დონეცკის რეგიონში, სადაც რუსეთის არმიამ შეტევა აგვისტოში დაიწყო. ქალაქს, რომელშიც ომამდე დაახლოებით 14 ათასი მოსახლე იყო, მძიმე ბრძოლის ადგილად იქცა, ექვსი თვის განმავლობაში წარმატებით იცავს უკრაინის არმია.

"განადგურდა ათობით ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი, ნაწილი დაცხრილა არტილერიან, რომელიც უკიდურესად მაღალი სიზუსტით ისროდა. მეტი სპეცრაზმელები და საზღვაო ქვეითები დაიღუპნენ. დაღუპული და დაჭრილია ჯარისკაცების რაოდენობა შეიძლება, იყოს რამდენიმე ათეული ან სულაც ასეული. და მთავარი, ეს დანაკარგი აღმოჩნდა ცალმხრივი – „როგორც ტირში ისე გვესროდნენ“, - წერს თავის ტელეგრამ – არხზე დონეცკში პრორუსული სეპარატისტული ჯარების ყოფილი მეთაური იგორ სტრელკოვი და დასძენს, რომ წარსულში დაშვებული ყველა შეცდომა განმეორდა.

"მოკლედ, ასე დასრულდა სამხედრო კორესპონდენტების მიერ ფართოდ დაანონსებული და ატაცებული "რუსული არმიის შეტევა დონეცკის მთელ ფრონტზე". ამას ემატება ბატალიონების აჯანყება – უარის თქმა პოზიციებზე გასცლაზე. მე არაფერს ვამბობ, ვიდრე არ გაჟონავს ინფორმაცია ქსელებში",– თქვა სტრელკოვმა.

წარუმატებელი თავდასხმის ამსახველი ვიდეო, რომელიც უკრაინული წყაროების შემდეგ, არაერთმა რუსულმა პრორუსულმა ტელეგრამ– არხმაც გამოაქვეყნა, ასახავს 6 თებერვლის შეტევას. ვიდეოზე ჩანს უკრაინის სამხედრო ძალების შეტევის შედეგად განადგურებული რუსეთის 30-ზე მეტი საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის დაახლოებით 15 ტანკი.

უგლედარზე შეტევას წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე და მე-40 ცალკეული საზღვაო ბრიგადები, დონეცკის სეპარატისტული დანაყოფების სპეცრაზმის მხარდაჭერით აწარმოებენ. ამ მიმართულებაზე მათ დაუპირისპირდა უკრაინის არმიის 72-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა.

ეს მარცხი კრემლის მომხრე რუსი სამხედრო კორენსპონდენტების მხრიდან კრიტიკის საგნად იქცა. ისინი რუსეთის სარდლობას მოუმზადებელი შეტევის, ელექტრონული ჩახშობის სისტემების არ არსებობის და სამხედრო დანაკარგების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო აკრიტიკებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S