Accentnews.ge
თურქეთ-სომხეთის საზღვარი 35 წლის განმავლობაში პირველად გაიხსნა ჰუმანიტარული დახმარებისთვის

თურქეთ-სომხეთის საზღვარი 35 წლის განმავლობაში პირველად გაიხსნა ჰუმანიტარული დახმარებისთვის

11/02/2023 11:52:18 კავკასია

თურქეთ-სომხეთის საზღვარზე არსებული ალიჯანის გამშვები პუნქტი 35 წლის განმავლობაში პირველად გაიხსნა მიწისძვრის ზონაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის, რომლის ეპიცენტრი თურქულ კაჰრამანმარაში იყო.

ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული ხუთ სატვირთო მანქანა სომხეთის დელეგაციის წევრებთან ერთად საგუშაგოს გავლით თურქეთში შევიდა.

სომხეთის დელეგაციას თურქეთის პროვინცია იგდირში შეიარაღებული ძალების და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ და დოკუმენტების შევსების შემდეგ სტიქიის ზონაში გაგზავნეს.

მანამდე თურქეთში სომხეთმა მაშველები გაგზავნა სამძევრო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად.

როგორც თურქული მედია აღნიშნავს, ალიჯანის საგუშაგო წლების წინ სომხეთში ჰუმანიტარული მარაგის მიწოდების მიზნით გაიხსნა 1988 წელს სომხეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ. იმ პერიოდში თურქეთის "წითელი ნახევარმთვარის" საზოგადოების მეშვეობით შეგროვებული დახმარება სომხეთში, სტიქიის ზონაში გადაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს ებრძვიან. დაღუპულთა რაოდენობამ 20 600–ს გადააჭარბა.

თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა. თურქეთის სახელმწიფო დროშები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S