Accentnews.ge
ივანიშვილი ამბობს, რომ მისი პოლიტიკაში შემოსვლა მთავარი ქველმოქმედებაა

ივანიშვილი ამბობს, რომ მისი პოლიტიკაში შემოსვლა მთავარი ქველმოქმედებაა

04/11/2019 09:05:25 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

„ყალბი თავმდაბლობისა და კეკლუცობის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა”, – განაცხადა entrepreneur.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.

„უანგარობის პარალელურად, რაც ჭეშმარიტი ქველმოქმედების აუცილებელი პოსტულატია, პოლიტიკაში მონაწილეობა იმ ვითარებაში, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა”, – განმარტა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკაში მისმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოეშორებინა "ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი", ამიტომ პოლიტიკაში შემოსვლა, "მართლაც ყველაზე ღირებულია", რაც ცხოვრებაში გაუკეთებია.

ამავე ინტერვიუში ივანიშვილი ამბობს, რომ საკუთარი ქონების 90%-ის ქველმოქმედებაზე დახარჯვას გეგმავს.  

"რაც შეეხება ქველმოქმედებას, ამასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა გენიალური რუსთაველის „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“-ს ფილოსოფიაზეა დაფუძნებული. ეს ხედვა მე ათეულობით წლების წინ ჩამომიყალიბდა...ვაპირებ ჩემი ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს, ანუ ქველმოქმედებას მოვახმარო",- ამბობს ივანიშვილი. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S