
5-8 ნოემბრის ამინდის პროგნოზი
05/11/2019 04:25:08 სხვა, საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზით, 5-8 ნოემბერს ქვეყნის ტერიტირიის უმეტეს ნაწილზე ნარჩუნდება უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველო დაბლობში +20, +25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 5 ნოემბერს +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება, 6-8 ნოემბერს +18,+20 გრადუსამდე მოიმატებს.