
ჰატაის აეროპორტმა მუშაობა განაახლა
12/02/2023 16:15:52 მსოფლიო
თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ჰატაის აეროპორტმა მუშაობა განაახლა.
„ჩვენ სწრაფად აღვადგინეთ დაზიანება ჰატაის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე. ჩვენმა აეროპორტმა ფუნქციონირება დღეს დაიწყო“,– აცხადებს თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრო.
ჰატაის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი მიწისძვრის შედეგად ორად იყო გაყოფილი.
ცნობისთვის: თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 33 181–მდე გაიზარდა.
თურქეთში, სულ მცირე, 29 605 ადამიანი დაიღუპა, სირიაში – 3 576.
ცნობისთვის: 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სირიაში, ლიბანში, კვიპროსსა და ისრაელშიც იგრძნობოდა. მას რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში.
ორივე ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.