Accentnews.ge
სააკაშვილის ადვოკატი: "სტრასბურგს არ ვფიქრობთ, ჯერ უნდა ჩაგვბარდეს გადაწყვეტილება და გავასაჩივრებთ სააპელაციოში"

სააკაშვილის ადვოკატი: "სტრასბურგს არ ვფიქრობთ, ჯერ უნდა ჩაგვბარდეს გადაწყვეტილება და გავასაჩივრებთ სააპელაციოში"

13/02/2023 08:11:01 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ დღეს ადვოკატებს წერილობით ჩაბარდება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ 6 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის გაცნობის შემდეგ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

„სტრასბურგს არ ვფიქრობთ. გადაწყვეტილება უნდა გადმოგვეცეს ბატონი გიორგი არევაძის, ამას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში და პარალელურად ვიფიქრებთ, შემდგომ რა ქმედებები და ღონისძიებები უნდა გატარდეს. თქვენ იცით, რომ პენიტენციურმა სამსახურმა უარყო სასამართლო პროცესზე სააკაშვილის გულყრის ეპიზოდები და ა.შ. თუმცა იმ კადრებზე, რომლებიც პენიტენციურიდან იქნა გადმოცემული, საზოგადოებამ ნახა, რომ არაერთი გულყრის ეპიზოდი ჰქონდა სააკაშვილს. დანარჩენი კადრები კიდევ გადმოსაცემი აქვთ, მივიღებთ, იმედია, ამ კვირაში და ამის შემდეგ ვიფიქრებთ, ჯერ შიდა სახელმწიფო რესურსს ამოვწურავთ თავიდან ბოლომდე”, – თქვა ხაჭაპურიძემ.

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S