Accentnews.ge
ანექსირებულ სიმფეროპოლში უკრაინული სანომრე ნიშნების გამო მასობრივი ჩხუბი მოხდა

ანექსირებულ სიმფეროპოლში უკრაინული სანომრე ნიშნების გამო მასობრივი ჩხუბი მოხდა

13/02/2023 13:12:22 ევროპა

ანექსირებულ სიმფეროპოლში მასიური ჩხუბი მოხდა უკრაინული სანომრე ნიშნების გამო, რომლებიც ეკიდა ჩილიმის ბარის კედელზე. ვიდეო ტელეგრამ- არხმა «Mash на волне» გამოაქვეყნა.

კადრებში ჩანს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ისინი დაწესებულების შესასვლელთან უსწორდენოდნენ ერთმანეთს. ამასთან, რამდენიმე თვითმხილველი მათ გაშველებას ცდილობდა.

ტელეგრამ–არხი იუწყება, რომ შეტაკების შემდეგ თავდამსხმელები დაწესებულებაში შევიდნენ და დამსწრეებს პასპორტები მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცეცხლის გახსნით დაიმუქრნენ.

ოთხმა ადამიანმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, მაგრამ საჩივარი არავის დაუწერია.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლოს სიმფეროპოლის რესტორან „მონროში“ სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა სამმა მამაკაცმა ახალგაზრდა კაცი სცემა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელები რუსეთის უშიშროების ძალების წარმომადგენლები იყვნენ ჩეჩნეთიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S