Accentnews.ge
უნგრელი დიპლომატი მინსკში ჩავიდა "მშვიდობაზე" სასაუბროდ

უნგრელი დიპლომატი მინსკში ჩავიდა "მშვიდობაზე" სასაუბროდ

13/02/2023 13:55:44 ევროპა

მინსკში ვიზიტით უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიჯარტო ჩავიდა.

როგორც მინისტრი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, უნგრეთი მოელის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრი რაც შეიძლება, მალე იმოქმედებს მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს ომის გაგრძელება ან ესკალაცია.

"ეს არის მშვიდობიანი პოზიცია, რომელსაც მე დავიკავებ დღეს მინსკში გამართულ მოლაპარაკებებზე", - განაცხადა სიჯარტომ.

ამავე დროს, ის ბელარუსში ვიზიტის გამო კრიტიკას ელის - ეს მაღალი დონის ევროპელი ოფიციალური პირის პირველი ვიზიტია მინსკში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

"ცხადია, ბევრი თავს დაესხმება ვიზიტს, მაგრამ ჩვენი პოზიცია მკაფიოა: კომუნიკაციის არხები ღია უნდა იყოს. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, დღეს მშვიდობისკენ მოწოდებით ვერ გამოვიდოდი", - განაცხადა ზიიარტომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S