
თურქეთში ავტობუსის მძღოლი მოქალაქეებს თავს დანით დაესხა
04/11/2019 11:03:07 სხვა, მსოფლიო
სტამბოლში ავტობუსის მძღოლი გაჩერებას დაეჯახა, შემდეგ კი მოქალაქეებს დანით დაესხა თავს. შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.
მედიის ცნობით, 33 კაცი დააკავეს, როდესაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მიზნით ზღვაში გადახტომას ცდილობდა.
დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ შორის სამი ირანის მოქალაქეა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ გაჩერებაზე მდგარი მოქალაქეები ავტობუსის მძღოლის დაკავებას თავად ცდილობდა, რა დროსაც მძღოლმა მათ წინააღმდეგ ცივი იარაღი გამოიყენა.
დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.