
ხობის მუნიციპალიტეტში ქალის მკვლელობის ბრალდებით ქალი დააკავეს
13/02/2023 15:52:39 სამართალი
ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, 45 წლამდე ქალის მკვლელობის ბრალდებით ქალი დააკავეს.
გარდაცვლილის ცხედარი ადგილობრივმა გზის პირას ნახა და სამართალდამცავებს შეატყობინა.
ქალის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
არსებული ინფორმაციით, მათ შორის დაპირისპირება თანხის გამო მოხდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.