
"ეგეოსის ავიახაზები" სალონიკიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს
14/02/2023 07:42:53 ეკონომიკა
საბერძნეთის ავიაკომპანია AEGEAN AIRLINES ("ეგეოსის ავიახაზები") სალონიკიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს.
ავიაკომპანია ფრენებს 2 ივნისიდან დაიწყებს და კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და პარასკევს შეასრულებს.
ამ დროისთვის "ეგეოსის ავიახაზები" თბილისის აეროპორტში ფრენებს ათენიდან ასრულებს.