
ლარი გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა
14/02/2023 13:23:31 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6583 ლარი ეღირება, ევრო – 2.8585 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2410 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6619 ლარი ღირდა, ევრო – 2.8429 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2044 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.