
მოლდოვამ საჰაერო სივრცე გახსნა
14/02/2023 16:50:35 ევროპა
მოლდოვამ საჰაერო სივრცე გახსნა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სამმართველო ავრცელებს.
“საჰაერო სივრცის მართვასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის სხდომის შედეგად სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველსაყოფად 14 თებერვალს 11:24 საათზე გადაწყვეტილ იქნა მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე ჩაკეტილიყო. 14:47 საათზე საჰაერო სივრცე კვლავ გახსნილია”, - წერია განცხადებაში.
უწყება დასძენს, რომ დეტალურ ინფორმაციას ალო მომავალშ გაავრცელებს.