Accentnews.ge
პოლონეთის საგარეო უწყებიდან რუსული МГИМО–ს კურსდამთავრებულები დაითხოვეს

პოლონეთის საგარეო უწყებიდან რუსული МГИМО–ს კურსდამთავრებულები დაითხოვეს

14/02/2023 16:56:56 ევროპა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) ყველა კურსდამთავრებული დიპლომატი დაითხოვეს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ Gazeta Polska-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული, ხოლო დაკავშირებულია იმასთან, რომ МГИМО-ს მუშაობა იყო “ინვესტიცია რუსული იმპერიალიზმის მუშაობაში და საბჭოთა “რბილი ძალის” ნაწილი” და მისი კურსდამთავრებულები იძულებული იყვნენ, რუსული იმპერიალიზმისთვის ემსახურათ.

“ჩვენ ცალსახად უმნიშვნელოვანესი პროცესის დასრულება შევძელით, რომელიც უფრო ფართო დეკომუნიზაციის პროცესის ნაწილია”, - დასძინა რაუმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S