
ბლაშაკი: "Leopard–ებს უკრაინა მარტში მიიღებს"
14/02/2023 17:36:05 ევროპა
დაპირებულ Leopard–ებს უკრაინას მარტში მიიღებს,– ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ბრიუსელში „რამშტაინის“ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, კიდევ უფრო მეტმა ქვეყანამ გამოაცხადა მონაწილეობის სურვილი კოალიციაში ტანკების უკრაინისთვის გადაცემისთვის.
"გერმანია ქმნის ქვეყნების კოალიციას, რომლებსაც აქვთ Leopard 2A6 ტანკები. ჩვენ, პოლონეთს გვაქვს Leopard 2A4. ნორვეგია დღეს შეუერთდა კანადისა და ესპანეთის უკვე კონკრეტულ განცხადებებს. ვმუშაობთ, რომ ფინეთმაც მიაწოდოს უკრაინას ასეთი ტანკები. დღეს ფინეთის მინისტრმა თქვა, რომ გადაწყვეტილებასთან", - განაცხადა ბლაშჩაკმა და დასძინა, „შეიძლება ვთქვათ, რომ მარტში ეს ტანკები უკრაინაში წავა“.
მისი ქმით, უკრაინელი სამხედროები, რომლებიც სწავლებას პოლონეთში გადიან, მზად მარტის შუა რიცხვებისთვის იქნებიან.
სამშაბათს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას გადასცემს რვა Leopard 2–სდა ოთხ სპეციალური დანიშნულების ტანკს.