Accentnews.ge
რუსეთმა ბალტიის ზღვაში ტაქტიკური ბირთვული იარაღით გემების განლაგება პირველად დაიწყო – ნორვეგიული დაზვერვა

რუსეთმა ბალტიის ზღვაში ტაქტიკური ბირთვული იარაღით გემების განლაგება პირველად დაიწყო – ნორვეგიული დაზვერვა

14/02/2023 17:58:51 ევროპა

30 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთმა ბალტიის ზღვაში ტაქტიკური ბირთვული იარაღით შეიარაღებული გემების განლაგება დაიწყო,- ამის შესახებ Politico წერს ნორვეგიის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშზე დაყრდნობით.

„ატომური პოტენციალის ძირითადი ნაწილი განლაგებულია რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის წყალქვეშა ნავებზე და წყალზედა გემებზე", - აღნიშნავს ნორვეგიის დაზვერვა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ ფლოტის ხომალდები, ცივი ომის დროს, რეგულარულად გადიოდნენ ზღვაში ბირთვული იარაღით, მაგრამ თანამედროვე რუსეთის ფედერაციამ ეს პირველად გააკეთა:

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ასევე აქვს წყალქვეშა ნავები, ანტისატელიტური იარაღი და კიბერ შესაძლებლობები, რომლებიც შეიძლება დაემუქროს ნორვეგიას და ნატოს, ტაქტიკური ბირთვული იარაღი წარმოადგენს „განსაკუთრებით მნიშვნელოვან საფრთხეს რამდენიმე ოპერაციულ სცენარში, რომლებშიც შესაძლოა ნატოს ქვეყნები იყვნენ ჩართული".

სააგენტოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი შეინარჩუნებს, მოდერნიზაციას და განავითარებს თავის ბირთვულ არსენალს, უახლოეს წლებში რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S