
რუმინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
14/02/2023 18:08:26 ევროპა
რუმინეთში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ორშაბათს მომხდარი 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ. ამის შესახებ Digi24 იუწყება.
ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ოლტენიას რაიონში იყო, თუმცა ბიძგები ბუქარესტშიც იგრძნობოდა.
დღის განმავლობაში დაფიქსირდა 3,4 და 3,5 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ იუწყებიან.