Accentnews.ge
სომხეთის მთავარი დიპლომატი დღეს თურქეთს ეწვევა

სომხეთის მთავარი დიპლომატი დღეს თურქეთს ეწვევა

15/02/2023 04:02:36 კავკასია

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დღეს თურქეთს ეწვევა.

სომხური მედიის ცნობით, ანკარაში დაგეგმილია მისი შეხვედრა თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოლუსთან, მოგვიანებით კი მირზოიანი ამასწინანდელი მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქ ადიამანში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის მიზნით მყოფ სომეხ მაშველებს შეხვდება.

თურქეთში ვიზიტი მირზოიანმა იანვარში, პარლამენტში სამთავრობო საათის მსვლელობისას დააანონსა და მაშინ მიზნად ანტალიაში დაგეგმილ დიპლომატიურ ფორუმში მონაწილეობა დაასახელა:

«ისევე, როგორც წინა წელს, თურქმა კოლეგამ ფორუმზე მიმიწვია და მაღალი ალბათობით, დავთანხმები. იქ გვექნება შეხვედრები და განხილვებიო".

ბოლოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს 2022 წლის მარტში სტუმრობდა და ანტალიის ფორუმის ფარგლებში თურქ კოლეგას შეხვდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S