
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
15/02/2023 14:12:57 ეკონომიკა
15 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.51 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6532 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 1.51 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8434 ლარი გახდა.
3.78 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.2032 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 14.08 თეთრი ლარი შეადგინა.