Accentnews.ge
იანვარში რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 1,096%-ით იმატა

იანვარში რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა 1,096%-ით იმატა

15/02/2023 14:19:57 ეკონომიკა

2023 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 445.0 მლნ აშშ დოლარი (1190.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 163.5%-ით (276.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი – 268 მილიონი დოლარი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 1,096%-ით მეტია. მეორე ადგილზე $40 მილიონი დოლარის ოდენობის გზავნილებით იტალიაა, მესამეზე კი ამერიკის შეერთებული შტატები.

ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით:

  • 1 რუსეთის ფედერაცია - $268 მილიონი, მატება წინა წელთან 1096%
  • 2 იტალია - $40 მილიონი, მატება წინა წელთან 19%
  • 3 აშშ - $29 მილიონი, მატება წინა წელთან 41%
  • 4 საბერძნეთი - $18 მილიონი, მატება წინა წელთან 7%
  • 5 ისრაელი - $17 მილიონი, მატება წინა წელთან 15%
  • 6 გერმანია - $14 მილიონი, მატება წინა წელთან 62%
  • 7 ყაზახეთი - $9 მილიონი, მატება წინა წელთან 32%
  • 8 თურქეთი - $8 მილიონი, მატება წინა წელთან 26%
  • 9 ყირგიზეთი - $5 მილიონი, მატება წინა წელთან 60%
  • 10 ესპანეთი - $4 მილიონი, მატება წინა წელთან 5%
  • 11 საფრანგეთი - $4 მილიონი, მატება წინა წელთან 34%
  • 12 გაერთიანებული სამეფო - $4 მილიონი, მატება წინა წელთან 72%
  • 13 აზერბაიჯანი - $3 მილიონი, კლება წინა წელთან -24%
  • 14 ტაჯიკეთი - $3 მილიონი, მატება წინა წელთან 120%
  • 15 ირლანდია - $2 მილიონი, მატება წინა წელთან 73%
  • 16 პოლონეთი - $2 მილიონი, მატება წინა წელთან -20%
  • 17 კანადა - $2 მილიონი, მატება წინა წელთან 21%
  • 18 არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1 მილიონი, მატება წინა წელთან 32%
  • 19 სომხეთი - $1 მილიონი, მატება წინა წელთან 67%
  • 20 კვიპროსი - $1 მილიონი, მატება წინა წელთან 15%.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S