16-02-2023 14:19:09 კავკასია
სომხეთის მთავრობამ აზერბაიჯანთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით, ბაქოში სამშვიდობო შეთანხმების პროექტი გააგზავნა. დოკუმენტის ასლები გაეგზავნათ რუსეთსა და აშშ-ს,– ამის შესახებ სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, თუმცა პროექტის დეტალებზე არ უსაუბრია.
მხარეებს შორის რუსეთის შუამავლობით, 2020 წელს – ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ვითარება პერიოდულად იძაბება, მათ შორის, სომხეთ–აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონებში. ამასთან, აზერბაიჯანის მოქალაქეებს გადაკეტილი აქვთ მთიანი ყარაბაღისკენ სომხეთიდან დამაკავშირებელი ერთადერთი გზატკეცილი - ლაჩინის დერეფანი, რამაც ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დააყენა.
სომხეთის ინიციატივით, მომავალ ორშაბათს რეგიონში ევროკავშირის მისია იწყებს მუშაობას, რასაც რუსეთი არ მიესალმება. ამ ფონზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ჩავიდა თურქეთში ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკების გამართვის მიზნით. მირზოიანი 15 თებერვალს შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს. ეს სომეხი დიპლომატის მეორე ვიზიტია თურქეტში გასული წლიდან მოყოლებული.
თურქეთში მიწიძვრის შემდეგ ამ ქვეყნებს შორის 35 წელიწადის განმავლობაში პირველად გაიხსნა საერთო სასაზღვრო გასასვლელი, საიდანაც მიწისძვრით დაზარალებულებს ეგზავნებათ ჰუმანიტარული დახმარება სომხეთიდან.