Accentnews.ge
კობახიძე ევროპარლამენტის უნგრელ დეპუტატებს მადლობას უხდის

კობახიძე ევროპარლამენტის უნგრელ დეპუტატებს მადლობას უხდის

16/02/2023 11:39:13 პოლიტიკა

საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ევროპარლამენტის უნგრელ დეპუტატებს.

"უნგრეთს ჰქონდა ჯანსაღი პოზიცია. რაც არის ძალიან მისასალმებელი და თითოეულ ევროპარლამენტარს მინდა, ამასთან დაკავშირებით მადლობა გადავუხადო. ჩანს, რომ უნგრელი ევროპარლამენტარები არ ექვემდებარებიან იმ საერთო კოორდინაციას, რომელიც არის მიმართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ", - თქვა კობახიძემ.

კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ევროპარლამენტის 15 დეკემბრის რეზოლუციას, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზეა საუბარი, აბსურდი უწოდა:

"აბსურდულ ჩანაწერებს ვერ ექნება ვერანაირი ფასი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთი აბსურდულობის ხარისხი შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც კი. წარმოუდგენელია, რამდენად აბსურდულია ის რეზოლუციები, რომლებსაც იღებს ევროპარლამენტი უკვე მესამე შემთხვევაა... არც პირველი და არც მეორე რეზოლუცია არ გაუზიარებია არც ევროპულ საბჭოს და ევროპულ კომისიას...

როდესაც ევროპარლამენტარები თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს, ჩვენ გვჭირდება ჩვენი სახელმწიფოს და მისი ინტერესების დაცვა. ეს არის მხოლოდ პასუხი. რა თქმა უნდა თავდასხვმაა, როდესაც ასეთ სიცრუეებზეა აგებული...".

15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქართველოს ხელისუფლება მოუწოდა, სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს და მისცეს მკურნალობის უცხოეთში გაგრძელების შესაძლებლობა.

ევროპარლამენტარები მიმართავენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. რეზოლუცია შეიცავს მოწოდებასაც "ოლიგარქ" ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ.

იხილეთ ასევე: რატომ არ აქვს „ჩალის ფასი“ 577 ევროდეპუტატის მხარდაჭერილ რეზოლუციას

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S