
წყალთაშუა-კაკასხიდი-ზეკარის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
16/02/2023 13:07:53 რეგიონები, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, წყალთაშუა-კაკასხიდი-ზეკარის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.