Accentnews.ge
"პუტინს სურს ევროპა, სადაც მეზობლების კონტროლი შეუძლია, გრძელი გზისთვის უნდა ვიყოთ მზად"

"პუტინს სურს ევროპა, სადაც მეზობლების კონტროლი შეუძლია, გრძელი გზისთვის უნდა ვიყოთ მზად"

16/02/2023 17:46:51 მსოფლიო

რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ახალი ეპოქა შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს. ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“პრეზიდენტ პუტინს სხვა ევროპა სურს, სურს ევროპა, სადაც მას მეზობლების კონტროლი შეუძლია, სადაც მას შეუძლია გადაწყვიტოს ქვეყნებს რისი გაკეთება შეუძლიათ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გრძელი გზისთვის. ეს შესაძლოა ბევრი, ბევრი, ბევრი, ბევრი წელი გაგრძელდეს”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში ცვლილებები შესაძლოა, მოულოდნელად მოხდეს, ამიტომ რთულია პროგნოზირება რამდენ ხანს გაგრძელდება დაპირისპირება.

"ნატო ყოველთვის ეძებს შესაძლებლობას აღმოჩნდეს ვითარებაში, როდესაც უკეთესი ურთიერთობებისთვის არის ადგილი, მაგრამ რუსული რეჟიმის, მოსკოვში მყოფი რეჟიმის ამჟამინდელი საქციელით ეს შეუძლებელია”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S