
მედია: აშშ–მა სირიაში სამხედრო ბაზების მშენებლობა დაიწყო
05/11/2019 06:30:22 სხვა, მსოფლიო
აშშ-მა სირიის ნავთობით მდიდარ დეირ ელ-ზორის პროვინციაში ორი ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონმა რეგიონში დამატებით 300 სამხედრო მოსამსახურე, დაჯავშნული ავტომობილები, მძიმე შეიარაღება და საბრძოლო მასალები გაგზავნა. ახალი სამხედრო ბაზები ელ-სურის რეგიონის მახლობლად შენდება.
სირიის ჩრდილოეთში, თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების შემდეგ აშშ-ის სამხედროებმა სასაზღვრო ზონაში პატრულირება განაახლეს. ქურთი სამხედრო ჯგუფების წინააღმდეგ თურქეთმა სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. 22 ოქტომბერს, თურქეთ-რუსეთის შეთანხმებით, ოპერაცია შეჩერდა.