Accentnews.ge
ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევის ტემპი უნდა დაჩქარდეს

ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევის ტემპი უნდა დაჩქარდეს

16/02/2023 18:09:29 მსოფლიო

გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას და თანხმდებიან, რომ უახლოეს კვირებში კიევისთვის დახმარების გაწევის ტემპი უნდა დაჩქარდეს.

"ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი რიში სუნაკი და პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას ლონდონში შეხვდა და მხარეებმა განიხილეს, მათ შორის ნატო–ს თვითმფრინავების მართვის დასაუფლებლად უკრაინელი მფრინავების მომზადების საკითხი. სწავლების პროცესი დიდ ბრიტანეთში მალე დაიწყება", – ნათქვამია „დაუნინგ სთრითის“ განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა დასავლეთს, მიაწოდონ კიევს დასავლური ავიაგამანადგურებლები. 8 თებრვალს სუნაკმა უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ "გამორიცხული არაფერია".

ცოტა ხნის წინ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნის საკითხი ამჟამად „არ არის ყველაზე აქტუალური საკითხი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S