
"ამ დროისთვის არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩამოგდებული 3 სამიზნე ჩინეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის სადაზვერვო პროგრამებს უკავშირდება"
16/02/2023 20:13:08 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ–ში ჩამოგდებული საჰაერო ობიექტები სავარაუდოდ, სადაზვერვოდ არ გამოიყენებოდა.
„ჩვენი სადაზვერვო სამსახური ჯერ კიდევ აფასებს სამივე ინციდენტს. ჩვენ ჯერ–ჯერობით ზუსტად არ ვიცით რა იყო ეს სამი ობიექტი, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროისთვის არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩამოგდებული 3 სამიზნე ჩინეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის სადაზვერვო პროგრამებს უკავშირდება. სადაზვერვო სამსახურის ამჟამინდელი შეფასება არის ის, რომ სამი ობიექტი, სავარაუდოდ, საჰაერო ბურთები დაკავშირებულია კერძო კომპანიებთან, რეკრეაციულ ან კვლევით დაწესებულებებთან, რომლებიც ამინდის ან სხვა სამეცნიერო კვლევებს ატარებენ",– განაცხადა ბაიდენმა.
მანამდე, ჩინეთმა აღიარა, რომ საჰაერო ბუშტი მათ ეკუთვნოდა და ამტკიცებდა, რომ ის მეტეოროლოგიური მიზნებისთვის გამოიყენებოდა, უამინდობის გამო კურსს გადაუხვია და აშშ-ში შემთხვევით, ცუდი ამინდის გამო მოხვდა. აშშ-ის ოფიციალური პირები კი აცხადებდნენ, რომ ობიექტი "სათვალთვალო ხელსაწყო" იყო.