Accentnews.ge
ავტობუსში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს 20 წლით პატიმრობა შეეფარდა

ავტობუსში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს 20 წლით პატიმრობა შეეფარდა

17/02/2023 06:49:13 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, როინ მებონიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

გარდაცვლილი გოგოს დედა უვადო პატიმრობას ითხოვდა.

ადვოკატი აპირებს, გაასაჩივროს მოსამართლის გადაწყვეტილება. მისი თქმით, როინ მებონია შეურაცხადი იყო, როცა დანაშაულს ჩადიოდა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაკავებული ამ მომენტისთვის უკვე გადის მკურნალობას:

"უფრო სწორი იქნებოდა, რომ შეეწყვიტა სისხლის სამართლებრივი დევნა, საქმე საერთოდ და ისე გაეშვა სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ამ სადაო ექსპერტის დასკვნითაც კი დასტურდება მინიმუმ შეზღუდული შერაცხადობა, მაგრამ ის შეზღუდული შერაცხადი კი არა, საერთოდ შეურაცხადი იყო. ვერ ხვდებოდა და ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა. გავასაჩივრებთ და ხელახალი ექსპერტიზის გადამოწმდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა".

ცნობისთვის: მკვლელობა თბილისში 21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. მებონიამ მეუღლეს, 27 წლის სოფო კვარაცხელიას სასიკვდილო ჭრილობები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა.

როინ მებონია ცოლის მკვლელობას აღიარებს, თუმცა დანაშაულის მოტივზე არ საუბრობს. ამბობს, რომ არ იცის რატომ მიაყენა მრავლობითი სასიკვდილო დაზიანებები მეუღლეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მცირეწლოვანი შვილების თვალწინ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S