
თავდაცვის მინისტრმა ქაბულში დისლოცირებული ასეული მოინახულა
05/11/2019 07:16:31 სხვა, თავდაცვა, რეკლამა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტი ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე დისლოცირებულ III ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულთან შეხვედრით დაასრულა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსასმსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ასეულის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, ქართველი სამხედროების მაღალი პროფესიონალიზმი აღნიშნა და მისიის წარმატებით შესრულებისთვის თითოეულ მშვიდობისმყოფელს მადლობა გადაუხადა.
მინისტრი სამხედროებს თავდაცვის უწყებაში დაგეგმილ რეფორმებსა და პროექტებზეც ესაუბრა.