Accentnews.ge
საავტომობილო გზების დეპარტამენტი – გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი – გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

17/02/2023 13:59:36 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობები გრძელდება. საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა და ადამიანური რესურსი, რათა საავტომობილო გზებზე განვლადობა მაქსიმალურად შენარჩუნდეს.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ამ ეტაპზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია თბილისი-სენაკი-ლესელიძის და მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზებზე, აღნიშნული მიმართულებებით გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია.

სხვადასხვა სახის შეზღუდვები მოქმედებს რამდენიმე საავტომობილო გზაზე.მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე,ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ86 (ქედა-პაქსაძეები) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ99-კმ125 (ჭველიერი-მელე) მონაკვეთზე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე.

ამასთან, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობააკრძალულია ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილისსაავტომობილო გზის კმ53-კმ66 (კორშა-ბისო) მონაკვეთსა და ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილისსაავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი)მონაკვეთზე.

მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ86 (ქედა-პაქსაძეები) მონაკვეთზე,ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ25-კმ53 (მაღაროს კარი-კორშა) მონაკვეთსადა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე.

ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ25-კმ50მონაკვეთზე (ბაღდათი-საირმე) და წყალთაშუა-კაკასხიდი-ზეკარისსაავტომობილო გზაზედასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისმოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S